LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა-პიკესა და ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო გზების უეცარი გადაიკვეთა – უახლესი ინფორმაცია

12626
page

ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე, შაკირა და ჟერარ პიკე – ეს ვარსკვლავური წყვილი ბოლო პერიოდში ტაბლოიდების ყველაზე გემრიელი ლუკმაა. მათი განშორებებისა და ახალი რომანების შესახებ ხშირად იწერება. და ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა თუ მათი სასიყვარულო გზები რამენაირად გადაიკვეთებოდა. თუმცა ეს ჰოლივუდია, სადაც ყველაფერი ხდება!

საქმე ისაა, რომ შაკირასა და ჟერარ პიკეს განშორების შემდეგ, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2012 წელს პიკე მეუღლეს ებრაელ მოდელთან, ბარ რაფაელთან ღალატობდა. იმ პერიოდში კი მოდელი არც მეტი, არც ნაკლები, თავად ლეონარდო დიკაპრიოს ხვდებოდა. ინსაიდერების განცხადებით, ფეხბურთელი და მოდელი სასიყვარულო მიმოწერაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. წყაროს ცნობით, სწორედ მაშინ უღალატა პიკემ პირველად შაკირას. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაცია თავად რაფაელმა კატეგორიულად უარყო.

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო – შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს შეხვდნენ 

მისტიკური სტატისტიკა – ლეოს „კლუბი 25“ – ლეონარდო დიკაპრიო 25 წელს გადაცილებულ ქალებს არ ხვდება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები