LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „მინისტრის პირველ მოადგილეს რამდენიმე საათის განმავლობაში პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მძევლებთან“ – რას წერს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი

107
BeFunky-collage (1)

ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ. გრიგოლ ნარსია სამართალდამცველებმა 9 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

ვიდეო: შსს ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს

მძევლები, რომლებიც “საქართველოს ბანკის” ფილიალში თითქმის 9 საათის განმავლობაში იყვნენ აყვანილები, გვიან ღამემდე იმერეთის სამხარეო პოლიციაში იკითხებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა, ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განათავსა პოსტი, რომელსაც შემთხვევის ადგილიზე გადაღებული ფოტოები დაურთო.

როგორც უწყების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, რამდენიმე საათის განმავლობაში, ადგილზე მძევლებთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მინისტრის პირველ მოადგილეს.

„დღევანდელი მძიმე დღის შემდეგ, როცა უკვე ყველას შეგვიძლია მეტი დაფიქრებაც და მომხდარის ანალიზი, ემოციები როცა უკვე მშვიდად დამთავრებული პროცესების შემდეგ შეგვიძლია გადავდოთ – მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, პოლიციელს – ხელმძღვანელებიდან დაწყებული, ვინც მაღალპროფესიონალურად შეძლეს ოპერაციის ჩატარება და ყველა ადამიანის, დამნაშავის თუ მისი მძევლების სიცოცხლის ხელშეუხებლობა დაიცვეს.

მთელი დღის განმავლობაში უწყების პირველი პირები იდგნენ მისი თანამშრომლების გვერდით.

რამდენიმე საათის განმავლობაში, ადგილზე მძევლებთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მინისტრის პირველ მოადგილეს.

დღეს, როგორც დიდი, ერთიანი ოჯახი ყველა აკეთებდა ყველაფერს ქუთაისში განვითარებული ამბების მშვიდობიანი დასასრულისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო მედიას, როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს ასევე პროდიუსერებს, და აღვნიშნო ის წინსვლა რასაც ჩვენ ყველამ მსგავსი სპეცოპერაციების დროს ერთად მივაღწიეთ.

თანამშრომლობის შედეგად დღეს მედია პირდაპირ ეთერს უკვე აღარ უთმობს თავდამსხმელს და პირველ რიგში ამით ვუფრთხილდებით მძევლების ოჯახებს, მათ ახლობლებს. ამავდროულად, თავდამსხმელს არ ვაძლევთ დამატებითი მანიპულაციის შესაძლებლობას.

იმედი მაქვს, ასეთ დღეებში, მსგავსი გამოწვევების დროს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი მხარდაჭერითაც ვიქნებით მადლიერნი“, – წერს ქეთი კოვზიაშვილი.

 

 

magti 5g