ადამიანის ნიჭს საზღვრები არ გააჩნია, ამას მოწმობს ბრედ პიტის თამამი განაცხადი. ფინეთში, 58 წლის მსახიობის მოქანდაკის ამპლუაში დებიუტი შედგა. ქალაქ ტამპერეს, სარა ჰილდენის ხელოვნების მუზეუმში პიტის 9 ქანდაკებაა გამოფენილი. ექსპოზიცია სახელწოდებით „ჩვენ“ 2023 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ პიტის ქანდაკების გარდა, მასში მუსიკოს, ქიკ კეივის და მხატვარ ტომას ჰაუსაგოს ნამუშევრებია წარმოდგენილი. პიტი ქანდაკებებმა 2017 წელს, ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ გაიტაცა.
„ნიკისა და ჩემთვის ეს ახალი სამყარო და პირველი მცდელობაა. ჩემი ქანდაკებები ჰყვება, თუ სად შევცდი ურთიერთობებში, სად გადავდგი არასწორი ნაბიჯი, სად იყო ჩემი წილი დანაშაული“, – ამბობს მსახიობი და დასძენს, რომ ქანდაკებები გულწრფელად ასახავს მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ისევ უჩივლა – მსახიობი 250 მილიონ დოლარს ითხოვს
ბრედ პიტი და ემილი რატაკოვსკი ერთად? – ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს
— Brad Pitt (@BradPittPlanB) September 18, 2022