LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად, ევროპარლამენტის სესიაზე შვედმა დეპუტატმა თმა მოიჭრა

121
Untitled design (3)

ირანში, ოცი დღის წინ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები სულ უფრო მასშტაბური ხდება.

„სიკვდილი დიქტატორს!“ – ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უნივერსიტეტები და სკოლები შეუერთდნენ

პარალელურად, მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი უცხადებს სოლიდარობას ირანელ ქალებს, რომლებიც 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს აპროტესტებენ.

ცოტა ხნის წინ, ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად, ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, შვედმა ევროპარლამენტარმა აბირ ალ-საჰლანიმ ტრიბუნასთან თმა მოიჭრა:

„სანამ ირანელი ქალები არ მოიპოვებენ თავისუფლებას, ჩვენ ვაპირებთ თქვენს გვერდით ვიდგეთ“, – თქვა აბირ ალ-საჰლანიმ.

შეგახსენებთ, ირანში მასობრივი პროტესტი, ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავებული ქალის სიკვდილმა გამოიწვია.

მას შემდეგ, ირანში ქალები სოლიდარობისა და პროტესტის ნიშნად, თავსაბურავებს წვავენ და თმას იჭრიან.

ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვრცლად წაიკითხავთ აქ:

რეზინის ტყვიები, ხელკეტები, მასობრივი დაკავებები – ირანში, ქალთა დემონსტრაციების შემდეგ, მასშტაბური პროტესტი სტუდენტებში გრძელდება

ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ირანის პრეზიდენტმა „სიენენთან“​ დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა, რადგან წამყვანი მის მოთხოვნას არ დაეთანხმა და თავსაბურავი არ გაიკეთა

„სიკვდილი დიქტატორს“ – ირანში აქციაზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები