LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიცავით ცა უკრაინის თავზე! ეს დაიცავს ევროპის მომავალს.. ჩვენი გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით“ – რა განცხადებებს აკეთებენ უკრაინის ხელისუფლებაში ოკუპანტების მორიგი თავდასხმების შემდეგ  

104
უკრაინის ხელისუფლება

ოკუპანტების მორიგი დარტყმების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს კრემლის ტერორისტული არაადეკვატურობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინელი ხალხის გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით. აღნიშნულის შესახებ მან რუსების მიერ უკრაინაზე მიტანილი დარტყმების შესახებ განაცხადა:

„ჩვენი გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენ დედაქალაქს ხვდება. ისინი არც ჩვენი მოკავშირეების სიმტკიცეს შეარყევენ.

ერთადერთი, რასაც ისინი შეუქცევადად ანადგურებენ არის რუსეთის მომავალი – გლობალურად საზიზღარი თაღლითი ტერორისტული სახელმწიფოს მომავალი.

რუსეთის სარაკეტო ტერორზე საუკეთესო პასუხი არის უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება – დაიცავით ცა უკრაინის თავზე! ეს დაიცავს ჩვენ ქალაქებს და ჩვენ ხალხს. ეს დაიცავს ევროპის მომავალს. ბოროტება უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით კი, გამიზნული თავდასხმები კიევის ცენტრზე, ზოპოროჟიესა და დნეპრზე, კრემლის ტერორისტული არაადეკვატურობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

„რუსეთს ფრონტის ხაზზე ბრძოლა არ შეუძლია, თუმცა შეუძლია მოქალაქეების მოკვლა. ლაპარაკის ნაცვლად ჩვენ საჰაერო თავდაცვა გვჭირდება, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (MLRS) და შორის დისტანციის ჭურვები“, – აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტო კულებას, როგორც მან აღნიშნა, უკრაინის მასშტაბით მრავალი რუსული სარაკეტო თავდასხმაა, ხოლო პუტინის ერთადერთი ტაქტიკა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე ტერორია, მაგრამ ის უკრაინას ვერ გატეხს.

„ეს, ასევე, პასუხია მშვიდობისმყოფელისთვის, ვისაც მასთან მშვიდობაზე საუბარი უნდა: პუტინი ტერორისტია, რომელიც რაკეტებით საუბრობს.“ – თქვა დმიტრო კულებამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, აფეთქებები მოხდა უკრაინის დედაქალაქ კიევში. მედიის ინფორმაციით, კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინაში განგაშის ხმა არ წყდება, რაკეტები ცვივა. 

„ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგ“ – ზელენსკი კიევის ქუჩებიდან ვიდეო მიმართვას ავრცელებს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g