მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბრობს.
როგორც გიგი აღნიშნავს, ის და მისი მეუღლე, მარინა კარპი 10 წუთში მიხვდნენ, რომ ერთმანეთი მოსწონდათ.
“ძალიან მალე, 10 წუთში მივხვდით ორივე, რომ ერთმანეთი მოგვწონდა. მეორე დღეს დისკი ვაჩუქე. კლავიში რა არისო და მას შემდეგ ტელეფონში მისი სახელი კლავიშით მიწერია. ამაზე ძალიან ბრაზდება, ცოლზე როგორ შეიძლება კლავიში გეწეროსო. პირველი წელი გაგვიჭირდა და ვჩხუბობდით ყველაზე მეტს. ეჭვიანები არ ვართ. საერთოდ არაფერზე არ მიეჭვიანია, ერთი, ან ორი შემთხვევის გარდა. ერთმანეთის ტელეფონები არასდროს აგვიღია. თავიდანვე მქონდა სურვილი, რომ ბავშვებს სკოლა აქ(საქართველოში) დაემთავრებინათ. მარინამ თავიდანვე იცოდა ჩემი სურვილები და სიყვარულის გამო აკეთებდა ამას”, – საუბრობს გიგი დედალამაზიშვილი.
ამავე თემაზე:
ფოტო: გიგი დედალამაზიშვილის უფროსი ქალიშვილი სკოლაში წავიდა: „დღე, რომელიც სულ გვემახსოვრება…“
რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა და პერიოდი მქონდა – გიგი დედალამაზიშვილი