LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავის აზოტის“ საწარმოში სავარაუდოდ ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა

107
BeFunky-collage (4)

„რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში, სავარაუდოდ ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით საწარმოში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„ფორტუნას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ორი დაშავებული მუშა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში „ფორტუნას“ უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g