LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებ ერთ-ერთი მკვლელის დედას, მისცეს შვილს უფლება მოყვეს ყველაფერი.. ნიკო მოკლეს ქვეყნის მტრებმა“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

249
Untitled design

2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მოსმენა გრძელდება.

დღეს ნიკო კვარაცხელიას დედამ მოუწოდა კვარაცხელიას მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი კაველაძის დედას, რომ შვილს მისცეს უფლება აღიაროს, თუ ვინ დაუკვეთა მკვლელობა:

„მინდა ერთ-ერთი მკვლელის დედას, განსაკუთრებით, გიორგი კაველაძის დედას, ქალბატონ ნათია ჯაფარაშვილს მოვუწოდო, რადგან მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, მისცეს შვილს უფლება – აღიაროს და მოყვეს ყველაფერი, რა მოხდა და უმოტივოდ როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი რამ გაცხადდება. ძალიან შორს მიდის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა.

მე არაერთხელ მითქვამს და ვამბობ – ნიკო კვარაცხელია მოკლეს ქვეყნის მტრებმა, უნდა განათდეს და ვიცოდეთ, ვინ არიან დამკვეთები, ვინ არის ის სამსახური, ვინც ასე პერიოდულად გვიკლავს წარმატებულ შვილებს“, – ამბობს იზა ომაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს კაველაძის დედა, ნიკო კვარაცხელიას დედამ აღნიშნა:

„კაველაძის დედა ფლობს იმ ინფორმაციას, რომ უმოტივოდ არ შეიძლებოდა ნიკო კვარაცხელია მოეკლათ. კაველაძის დედამ გააზრებულად იცის, ვინ დაუკვეთა თავის შვილს ეს მკვლელობა“, – ამბობს იზა ომაძე.

შეკითხვაზე, ვინ დაუკვეთა მკვლელობა, ომაძე ამბობს, რომ არ იცის.

შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 2021 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.

ამავე თემაზე:

“ჩემი ნიკო დიდგორობას დაიბადა, იდიდგორა და ვალმოხდილი დაგვყურებს ზეციდან, და მე სხვანაირად არც კი ძალმიძს რომ ხელები გულზე დავიკრიფო, და მისი სახელით სხვისი შვილები არ გადავარჩინო” – იზა ომაძე

ნიკო კვარაცხელიას დედა: “როცა საქმეში გავეშებული ცხოველური, იუდასეული ინსტინქტით დაგიპირისპირდებიან, შვილს მოგიკლავენ, მაშინ ძალიან, ძალიან ძნელია გლოვას თავი დააღწიო…დღეს ყველა ერთად მეტკინა, თანაც ისე, რომ ბოლო ხმაზე მინდა ვიყვირო და ხმა მივაწვდინო მენატრები!”

“დღემდე ვითხოვდი სინანულს, მაგრამ, არა…წარმოიდგინეთ პატიება არც არავის უთხოვია” – რას ამბობს, ნიკო კვარაცხელიას დედა, რომელმაც შვილის მკვლელებს აპატია

„ნიკო იყო მომავალი და გრძელდება მომავალში“ – ნიკო კვარაცხელიას ვიდეო, სადაც Feedc-ის უპირატესობაზე საუბრობს

“ერთი წელი გავიდა სასტიკი მკვლელობიდან…ბატონო პრემიერო, გთხოვთ, განადგურებული ხუთი შვილის დედა…” – ნიკო კვარაცხელიას დედა

მოკლეს! რატომ, რისთვის? თაობებს ეცოდინებათ, როგორი მომავლის ბიჭი გვყავდა…მისი სახელის უკვდავსაყოფად ულამაზეს სკვერს ნიკო კვარაცხელიას სახელი მიენიჭა – ნინო ზამბახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g