ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, რომელმაც 1 წლის წინ, განაცხადა, რომ შვილის მკვლელებს პატიობს, აღნიშნულ საკითხზე მორიგ კომენტარს აკეთებს.
როგორც ნიკოს დედა წერს, დღემდე სინანულს ითხოვდა, თუმცა პატიება მისთვის არავის უთხოვია.
“და წარმოიდგინეთ პატიება არც არავის უთხოვია, ეს ნამდვილად ვთქვი, ვთქვი 18 სექტემბერს და არც კი ვიცოდი დამნაშავეთა რაოდენობა, საკმაოდ აღმოჩნდნენ და მას შემდეგ, დღემდე ვითხოვდი სინანულს, მაგრამ, ა რ ა” – აღნიშნავს იზა ომაძე.
ცნობისთვის, 1 წლის წინ, იზა ომაძე წერდა:
,,მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინც ნიკოს მკვლელი გაზარდა.”