LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 წლის შაილო დაცვის გარეშე სეირნობს და საჭეს თავად მართავს – გოგონას უახლესი ფოტოები გარჩევის საგნად იქცა

553
page

ვარსკვლავური მშობლების, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის 16 წლის ქალიშვილის, შაილოს მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია, თუმცა გოგონა ხშირად არ ხვდება პაპარაცების ობიექტივში. რამდენიმე საათის წინ, შაილოს უახლესი ფოტოები გავრცელდა, რაც გარჩევის საგნად იქცა.

საქმე ისაა, რომ 16 წლის გოგონა ლოს-ანჯელესის ქუჩებში მარტო, დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა და მეტიც, ის საჭეს თავად მართავდა.

რაც შეეხება მის ჩაცმის სტილს. შაილოს შავი სპორტული ორეული ეცვა, რომელსაც წითელი სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები