მერამდენედ უნდა შეგვარცხვინონ? ყველა ქვეყნიდან გისამძიმრებენ და შენი ქვეყნის პირველი პირი ამას არ აკეთებს, მაგრამ მონამ არ იცის თავისუფლებისთვის ბრძოლა რა არის, – აღნიშნულის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
როგორც ნანკა საუბრობს, მშვიდობის ძახილში ქვეყანაში 112 000 რუსი შემოიყვანეს.
“ვიცი რომ გულიდან წამოსული არ იქნება, მაგრამ ქვეყნის სახეა. მერამდენედ უნდა შეგვარცხვინონ? ყველა ქვეყნიდან გისამძიმრებენ და შენი ქვეყნის პირველი პირი ამას არ აკეთებს, მაგრამ მონამ არ იცის თავისუფლებისთვის ბრძოლა რა არის. მონას რა უნდა მოსთხოვო. მე ვარ ადამიანი, რომელიც მუდამ წინააღმდეგი ვიყავი არეულობების. ვთვლი, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს არჩევნებით, თუმცა ეს ჩემი ქვეყნის ხელისუფლება არ არის. მშვიდობის ძახილში 112 000 რუსი შემოიყვანეს საქართველოში”, – საუბრობს ნანკა კალატოზიშვილი.
