LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში: ედუარდ სააკაშვილი

2111
Capture

“ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში ან რაღაც მძიმე, გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას”, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა სტრასბურგში, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიგვიღეთ, თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოჯახისთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის საქართველოში.

მე არასდროს არ მიყვარდა გამოსვლა ასე საჯაროდ, მაგრამ სიტუაცია განსხვავებულია იმისგან, თუ რა ხდებოდა მანამდე. მამაჩემს ვხედავ, რომ სულ უფრო და უფრო სუსტად არის, ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, მოუსვენარი აი, ასეთ მდგომარეობაშია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამედიცინო ანგარიშებით და ვხედავთ საკმაოდ მძიმე სურათს და სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება. მისი პატიმრობის დაწყებიდან არაჯეროვნად მკურნალობენ, 6 თვეა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა გაუარესდა. არ ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უიმედოა, როდესაც ბრიუსელში და სტრასბურგში ჩავდივარ ვხედავ მზარდ მხარდაჭერას პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, რომ ხდება აღიარება იმის, რომ სიტუაცია ისეთი როგორიც დღეს არის მამაჩემთან დაკავშირებით, უნდა შეიცვალოს. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში, ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯამრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს. ძალიან მარტივია გამოსავალი, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება საზღვარგარეთ იმკურნალოს. რაღაც უნდა შეიცვალოს და მამაჩემის სიცოცხლე უნდა გადარჩეს. მისი ჯანმრთელობა უნდა შენარჩუნდეს. ეს არის კომბინაცია ცოდნისა და იმედის, რომლითაც ვამბობ, რომ ჩემი მამა, მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება ციხეში“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა რომლის განცხადების თარგმანიც „ფორმულას“ ეკუთვნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g