LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგო რობიმ წითელ ხალიჩაზე უცნაური ალისფერი კაბით გაიელვა

229
Untitledsdg

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალზე მარგო რობიმ თავისი ჰაეროვანი ვარდისფერი კაბით დიდი ფურორი მოახდინა. ამჯერად კი ის „ბაბილონის“ პრემიერაზე ლონდონს ეწვია.

32 წლის რობის „ლუქი“ რადიკალურად განსხვავებული იყო მისი წინამორბედი იმიჯისგან. მარგომ „ვალენტინოს“ საკმაოდ ავანგარდული სტილის, ალისფერი კაბა მოირგო, რომელსაც წინა მხარე სრულად დახურული ჰქონდა, უკანა ნაწილი კი მოშიშვლებული. აღნიშნულ „ლუქს“ მსახიობმა ამავე ფერის პომადა და შეკრული თმა შეუხამა.

„კიდევ ვის აქვს ასეთი ღიმილი?“ – ბრედ პიტი და მარგო რობი „ოქროს გლობუსის“ ცერემონიალზე

„იდეალური წყვილი“ – მარგო რობი და ბრედ პიტი წითელ ხალიჩაზე ცეცხლს ანთებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები