LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსწრაფესი BMW M4 ტოკიოს ავტოშოუმდე – ნურბურგრინგის ათეულში (ფოტო)

81

ნურბურგრინგის სარბოლო გზაზე რეკორდების კასკადი არ წყდება. ჯერ იყო და Honda Civic Type R-მა დაამხო წინაწამყვანთვლიანი ავტომობილების რეკორდი და მოწინავე პოზიციებზე გადაინაცვლა, ახლა ჯერი BMW-ზე მიდგა.

 

 

განახლებული BMW M4 მომხმარებლების წინაშე ოფიციალურად ტოკიოს ავტოშოუზე წარსდგება, თუმცა გერმანელებმა მისი „გატესტვა“ ნურბურგრინგის გზაზე მოინდომეს და საკმაოდ წარმატებულადაც. ავტომობილმა მთლიანი წრის გავლას 7წუთი და 28წამი მოანდომა, რაც მას „Civic”-ის მსგავსად მოწინავე პოზიციებს უწინასწარმეტყველებს.

განახლებულ მოდელში ძალიან ბევრი ცვლილებაა როგორც ინტერიერში, აგრეთვე ექსტერიერშიც. ყურადღებას ამ უკანასკნელზე გავაკეთებ, ვიზუალურ ცვლილებებს ფოტოებითაც ადვილად მიხვდებით.

რაც შეეხება ძრავს, ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება, თუმცა საქმე უახლეს ტექნოლოგიასთან გვაქვს, რომელმაც წინამორბედისგან განსხვავებით 68 ცხენით მეტი ამოიღო. განახლებულ M4 GTS-ს 3 ლიტრიანი მძლავრი აგრეგატი აქვს, რათქმაუნდა „M”-ის „ნავაროტკით“ და წინა მოდელთან შედარებით 100კმ/სთ-ს 3.8 წამში კეტავს, მაქსიმალური სიჩქარე კი 305კმ/სთ-ა.

 

BMW-M4-GTS-03

 

ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ნურნურგრინგის სპორტული გზის გავლის შემდეგ,  განახლებული BMW M4 GTS, მოხვდა ისეთი უსწრაფესი სუპერქარების რიცხვში როგორიცაა McLaren MP4-12C და Porsche Carrera GT.

რაც შეეხება ავტმობილის ფასს, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ავტომობილი შეზღუდული 700 სერიული მოდელით იქნება ჩაშვებული წარმოებაში 2016 წელს.

 

BMW-M4-GTS-015

BMW-M4-GTS-014

BMW-M4-GTS-013

BMW-M4-GTS-012

BMW-M4-GTS-011

BMW-M4-GTS-010

BMW-M4-GTS-09

BMW-M4-GTS-08

BMW-M4-GTS-07

BMW-M4-GTS-06

BMW-M4-GTS-05

BMW-M4-GTS-04

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები