„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმიანება „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ გასულ ინტერვიუს ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანთან.
თამარ ჩერგოლეიშვილი ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმიანება, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი დავით კეზერაშვილსა და „ევროპულ საქართველოზე“ საუბრობს და აღნიშნავს: „თქვენ როგორ გგონიათ, კეზერაშვილი მიშას აქციების ფინანსური მხარდამჭერი არ იყო? რა თქმა უნდა, იყო.. დღეს მისი უახლოესი მეგობარი და ადამიანი, რომლისთვისაც კეზერას ძალიან ბევრი კარგი აქვს გაკეთებული, ჩერგოლეიშვილი ლანძღავს მას ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილს. ძალიან წარუმატებელი პროექტი აღმოჩნდა მისთვის „ევროპული საქართველო“ მორალური თვალსაზრისითაც, „გაუტეხეს“ რა, ის ასე ფიქრობს“.
ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს აღნიშნულ მონაკვეთს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს:
„კეზერაშვილს ურჩევნია, ეს კალოშის პირა ქაჯი დაადუმოს და აუხსნას, რომ პოლიტიკაშიც ჩემი რეკომენდაციით შემოეთრა (სამწუხაროდ) და ქართულ ციხესაც ჩვენი დახმარებით არ ხეხავს (ორჯერ) და ჩვენი ვალიდან ვერ ამოვა მთელი ცხოვრება.
ჩუმად ეგდონ – მათ ინტერესებშია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.