LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკამ თავის დროზე პარტიაში ხელში ხილით მისული ვანო არ შეუშვა, პარტიაში, რომელიც მისი შექმნილია მიშასთან ერთად და შესაბამისად, ვანომ ეს დაიმახსოვრა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

269
ნიკა მელია ვანო და ნანუკა

ვანო „ბუაა“ – ყანებში რომ საფრთხობელას კიდებენ და გაშინებს, დაახლოებით ასეა ვანო პოლიტიკურ ჭრილში. შესაბამისად, მგონია, რომ არავის ვანო პარტიის ლიდერად არ უნდა. მე ვამბობ, რომ ჩემთვის ისეთივე მძიმე იქნება ვანო მერაბიშვილის რამე გავლენების ნახვა, როგორც დღეს „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

დაშლა, ორად გაყოფა თუ ფორმალურად ერთად დარჩენა – რა ხდება და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ენმ-ში

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, ვანო მერაბიშვილი პარტიაში არ შეუშვა, რაც მერაბიშვილმა დაიმახსოვრა და ახლა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებით პარტიის ლიდერობიდან მელიას „ჩაჩოჩებას“ ცდილობს.

„ვანო და ნიკა დაპირისპირებულები იყვნენ იმიტომ, რომ ნიკამ თავის დროზე პარტიაში არ შეუშვა. ხელში ხილით მისული ვანო პარტიაში არ შეუშვეს, იმ პარტიაში, რომელიც მისი შექმნილია მიშასთან ერთად და შესაბამისად, ვანომ ეს დაიმახსოვრა და როდესაც ნიკამ ძალიან ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, ვანომ ეს კარგად გამოიყენა, მიშას თემის სპეკულაციით კარგად გამოიყენა და მიხვდა, რომ ნიკას „ჩაჩოჩების“ დრო მოვიდა. არასწორად შეარჩია ხაბეიშვილი და უჭირს ახლა. მე კეზერაშვილს ვიცნობ და ხაბეიშვილი მის გემოვნებაში ვერ ჩაჯდება. საუკეთესო იქნებოდა, ხატია თუ დათანხმდებოდა, მაგრამ ხატია იქ არ დათანხმდება, სადაც ვიღაცის თოჯინა უნდა იყოს, ვერ გახდება ხატია თოჯინა“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

საარჩევნო პროცესი უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით დაიწყო: ნიკა მელია

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ნიკა მელიას ინტერესებში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება არ შედიოდა, რადგან ჟორჟოლიანის შეფასებით, ამას პოლიტიკური მომავლის დასრულებად აღიქვამდა.

„მე დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია არავის უყიდია. არ მჯერა, რომ ნიკას ვინმემ ჩემოდნით ფული მიუტანა. ნიკა ეჭვიანი ბიჭია. ის გაგიჟდა, მიშა რომ ჩამოვიდა, იმიტომ რომ მიიჩნევდა, დირექტორიც იყო, ლიდერიც იყო და ამ დროს მთავარი კონკურენტი ჩამოვიდა. [ნიკა] დარწმუნებული იყო, რომ მიშა არ ჩამოვიდოდა და რომ ჩამოვიდა, მან ჩათვალა, რომ საკუთარი პოლიტიკური მომავალი დასრულდა. ეს ჩემი ვარაუდია.

მაქსიმალურად ცდილობდა ნიკა და ჩემი გადმოსახედიდან, მათ შორის, ისინი, ვინც ხაბეიშვილის უკან იდგნენ, რომ ადამიანებისთვის ეჩვენებინათ, რომ მიშა აქტუალური არ არის, რომ მიშა არავის აინტერესებს, რომ მიშას მხარდასაჭერად არავინ მოდის, ამ ტემპერატურის დაგდება უნდოდათ და სინამდვილეში მოახერხეს კიდეც.

ნიკას მოტივაცია არის ის, რომ მას უნდოდა ლიდერი ყოფილიყო და საერთოდ, მის გეგმებში არ შედიოდა მიშა სააკაშვილის ჩამოსვლა ამ ქვეყანაში. ხაბეიშვილი არ მგონია, რომ საკუთარ თავს ამ ჭრილში განიხილავდეს, რომ მიშას ჩამოსვლა არ უნდოდეს. მე მაინც მგონია, ხაბეიშვილი ხვდება, რომ პატარა მოთამაშეა – ახლა ხომ ის დიდების პატარა მოთამაშეა? – სხვების ფიგურაა და იცის, რომ პატარაა პოლიტიკურ თამაშში“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება პროცესები, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება მისი მხრიდან მაინც საუკეთესო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

„მშიშარას იარლიყს, სჯობს ეს დაზიანებული ჯანმრთელობა, რომელიც მე მგონია, რომ დროთა განმავლობაში გასწორდება“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად დააფიქსირა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, ამ შემადგენლობით და ამ შინაარსით ხმის მიცემას აღარ აპირებს.

„იძულებითი არჩევანი თუ არსებობს ხაბეიშვილსა და ნიკა მელიას შორის, რა თქმა უნდა, ნიკა მელია – თუ ასეთი იძულება არსებობს, თუმცა მე მგონია, რომ ბოიკოტიც არსებობს და – არც ერთი“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ვიდეო: “ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, არ მიკვირს, რასაც მიკეთებს” – ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები