ახალი თაობის სპორტული ავტომობილის Subaru BRZ დასამზადებლად, ორი იაპონური გიგანტი Toyota და Subaru ერთიანდება. ამის შესახებ Subaru-ს პრეზიდენტი იასუკი იოშინაგა აცხადებს.
ახალ მოდელში გაერთიანებული იქნება ძველი თაობის ორი სპორტული ავტომობილი: Subaru BRZ და Toyota GT-86, რომლებმაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს საავტომობილო ბაზარზე.
როგორც იოშინაგა აცხადებს, ახალი თაობის BRZ/GT-86 უკანაწამყვანთვლიანი იქნება. გარდა ამისა 2018 წელს კომპანია ახალ ჰიბრიდულ ავტომობილსაც წარადგენს. თუმცა, Toyota-სა და Subaru-ს ერთობლივი მოდელის შესახებ სხვა დატალები ჯერჯერობით უცნობია.