„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენელი გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ უცხოელი დონორების ფინანსური დახმარებით მათ გარემოსდაცვითი სივრცის შექმნა მოახერხეს, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი კი მათ საქართველოს მტრად აცხადებს.
ჩხობაძის თქმით, კანონპროექტი არც გამჭვირვალობის ელემენტს პასუხობს.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თურმე რაც მიმუშავია, 30 წელზე მეტი საქართველოსთვის, მე ვყოფილვარ საქართველოს მტერი. იმიტომ, რომ ზუსტად გერმანელების, ამერიკელების დახმარებით, ძალიან ბევრი დონორი გასულა ჩემს ხელში და ჩვენ შევქმენით დაცული ტერიტორია, გარემოსდაცვითი სივრცე.. პირველი დარტყმა ვნახულობთ, რომ რუსეთის ფედერაციაში გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღო და ეს კანონპროექტები კარგად რომ წაიკითხოთ პირდაპირ ჩანს შიგნით, რომ თქვენ შეეცდებით გაგვაჩუმოთ.. ახლაც მაჩუმებთ“, – თქვა ნინო ჩხობაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კი უპასუხა, რომ კანონპროექტი ვინმეს საქმიანობის შეზღუდვას არ ითვალისწინებს და წინ ვენეციის კომისიის განხილვებია.
„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც დღეს, 6 მარტს 15:00 საათზე იყო დანიშნული, გადაიდო. იგი ხვალ, დილის 10:00 საათზე გაიმართება.
პარალელურად, ამ დრომდე გრძელდება საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის გარეთ.
ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.
ამავე თემაზე:
„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“
ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“