LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ კანონს მიიღებენ, მაშინ მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ.. მეც აგენტი ვიქნები“ – გამყრელიძე ე.წ. აგენტების კანონზე

151
ფორტუნა (100)

რა საფრთხეები შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, მაინც მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონი? – ამ კითხვით ჟურნალისტებმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს მიმართეს.

საპასუხოდ გამყრელიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი „ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას, ისტორიულ სურვილს, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი“.

ამასთან, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ კანონპროექტი პარლამენტში ვერ გავა.

ნინო ჩხობაძე: თურმე რაც მიმუშავია 30 წელზე მეტი მე ვყოფილვარ მტერი საქართველოსი

„საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, რომ არ მიიღებს ამ კანონპროექტს, იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. მხედველობაში მაქვს, შევიდეთ ევროკავშირში და საქართველოს ჰქონდეს ნატოს ფარი. ამიტომ, ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს ამ სწრაფვას.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის 85%-ს სხვადასხვა შეფასებებით და რეფერენდუმებით უნდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის წევრი. არ შეიძლება, რომ საქართველოს პარლამენტი წავიდეს [წინააღმდეგ]. მე მესმის, რომ ის ინიცირებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტართა უმრავლესობა არ მიიღებს.

დათო გორგილაძე: „გამარჯობა არ უთხრათ, შეარცხვინეთ, ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა, ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს“

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ყველა მეგობარი: ევროკავშირი, სადაც რაც შეიძლება მალე გვინდა შესვლა, წელს უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გაერო, ჩვენი ნომერ პირველი პარტნიორი – აშშ, კიდევ ბევრი სხვა პარტნიორი, მოვისმინეთ გერმანიის, ბრიტანეთის ელჩების განცხადებები და ა.შ. – ყველა ჩვენი მეგობარი ძალიან დელიკატურად გვირჩევს, რომ დღეს კანონის მიღების საჭიროება არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება”, (იქ ბევრს ვიცნობ), ამ კანონის მიღებისგან თავს შეიკავებენ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც დღეს, 6 მარტს 15:00 საათზე იყო დანიშნული, გადაიდო. იგი ხვალ, დილის 10:00 საათზე გაიმართება.

დღეს, 6 მარტს, დილიდან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის გარეთ. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებდნენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

ამავე თემაზე:

„ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ვერც ვამჩნევთ, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში შევდივართ!“ – კახა ოქრიაშვილი

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

magti 5g