LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ვერც ვამჩნევთ, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში შევდივართ!“ – კახა ოქრიაშვილი

130
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

„ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ვერც ვამჩნევთ, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში შევდივართ!“ – ამის შესახებ განცხადებას პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტსა და მის გარეთ დღეს განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

„90-იან წლებში, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და ჩვენმა ხალხმა, გადავიტანეთ ურთულესი სამოქალაქო ომების მთელი ტალღები, სადაც ათიათასობით ქართველი ქართველის ხელით დაიღუპა. სულ მეგონა, რომ ეს უახლოესი ისტორიული მეხსიერება დაგვიცავდა ანალოგიური შეცდომებისგან, რომ 90-იანი წლების ომები, ერთგვარი ვაქცინის როლს შეასრულებდა, რათა იგივე შეცდომები არ დაგვეშვა.

ბოლო პერიოდში, სულ უფრო და უფრო გამეზარდა შეგრძნება, რომ დაგვავიწყდა, რა გამოვიარეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ვერც ვამჩნევთ, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში შევდივართ. არც კი მსურს ვიფიქრო, რა შეიძლება მოხდეს – რამდენი ათასი ადამიანი დაიღუპოს საქართველოში და საბოლოოდ დაინგრეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს აკეთებენ და საინტერესოც კი არ არის, რატომ.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

ჩვენ, პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სამოქალაქო ომი, რომელსაც ქართველ ხალხს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი სთავაზობენ, თავიდან ავირიდოთ.

2024 წელს, ქართველმა ხალხმა არჩევნებით უნდა შეცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რაც ერთადერთი გზაა, ჩვენს ქვეყანაში დამანგრეველი ომის თვიდან ასარიდებლად“. – წერს კახა ოქრიაშვილი.

მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო და უკვე საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო. პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც დღეს, 6 მარტს 15:00 საათზე იყო დანიშნული, გადაიდო. იგი ხვალ, დილის 10:00 საათზე გაიმართება.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ – ბიუროს სხდომა, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პლენარულზე გასვლის დრო უნდა განესაზღვრათ, გადაიდო

დღეს, 6 მარტს, დილიდან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის გარეთ. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებდნენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

დათო გორგილაძე: „გამარჯობა არ უთხრათ, შეარცხვინეთ, ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა, ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს“

კელი დეგნანი: არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა არ მიიღოს კანონპროექტი – ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა, ეს კანონი არ არის საჭირო

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებას, ხვალ, 7 მარტს კვლავ აპირებენ.

პოპულარულები