LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ – ბიუროს სხდომა, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პლენარულზე გასვლის დრო უნდა განესაზღვრათ, გადაიდო

127
ფორტუნა (96)

პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც დღეს, 6 მარტს 15:00 საათზე იყო დანიშნული, გადაიდო. იგი ხვალ, დილის 10:00 საათზე გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურში სხდომის გადადების მიზეზად აცხადებენ, რომ საკითხები, რომელიც ბიუროს სხდომაზე უნდა განეხილათ არ არის მზად, რადგან კომიტეტის სხდომა ჯერ არ დასრულებულა. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უნდა განესაზღვრათ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით გატანის თარიღი.

კელი დეგნანი: არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა არ მიიღოს კანონპროექტი – ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა, ეს კანონი არ არის საჭირო

ბიუროს სხდომის გადადების შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

წითლიძის თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

„ბიურო გადაიდო! ხვალ 10 საათამდე.

უნდა ყოფილიყო დღეს 15:00

ვერ ჩაატარეს!

ჯერჯერობით პარალიზებულია ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაც.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“. – წერს ანა წითლიძე.

 

 

პარალელურად, ჯერ კიდევ მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც დღეს დილიდან დაპირისპირების ფონზე დაიწყო. სხდომაზე განიხილავენ მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

განხილვის ფონზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ამავე თემაზე:

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

დათო გორგილაძე: „გამარჯობა არ უთხრათ, შეარცხვინეთ, ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა, ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს“

პოპულარულები