LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიზანმიმართული საჩუქარია რუსეთისთვის“ – ჰელსინკის კომისია ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე

137
ჰელსინკის კომისია

„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს ჰელსინკის კომისია ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, „უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი საქართველოში არის თავდასხმა ქვეყნის დასუსტებულ დემოკრატიაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის და პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის თანმიმდევრული ევროატლანტიკური არჩევანისთვის“.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონი არანაირად არ ჰგავს აშშ-ში არსებულ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონს (FARA).

„ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან, მაგრამ უცხოელი აგენტების შესახებ ეს კანონი არის ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის წინასწარ განზრახული უარყოფა. ეს [კანონი] არის ოკუპანტი რუსეთის შემდგომი მოწვევა, რომლისგანაც კორუფციას, ვასალობასა და ღალატს უნდა ველოდოთ“, – წერია ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

დათო გორგილაძე: „გამარჯობა არ უთხრათ, შეარცხვინეთ, ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა, ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს“

კელი დეგნანი: არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა არ მიიღოს კანონპროექტი – ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა, ეს კანონი არ არის საჭირო

magti 5g