„ნაციონალური მოძრაობის“ მოძრაობის წევრმა სოფო ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე დაშავებული ზაზა ბირიაშვილი მოინახულა.
სოფო ჯაფარიძე წერს, რომ სწორედ მის მსგავს ადამიანებზე დგას საქართველო.
„აი, ვისზე დგას საქართველო….
აი, რუსული ოცნების ქმედების შედეგი….
„თვალი შეუნარჩუნეს, მაგრამ მხედველობა ვეღარ, ძალიან ცუდად არის“ – რას ამბობს აქციაზე დაშავებულის მეუღლე
„ჯანმრთელი ადამიანი გავიდა სახლიდან და დაბრმავებული მიმყავს სახლში“
მშვიდად, დროშით ხელში მდგომს მხედველობა დააკარგინეს სადისტებმა და ეს ადამიანი კიდევ იმაზე ფიქრობს, ხვალ რომ საჭირო გახდეს, ისევ იქ დადგება და ჩვენს შვილებს, მათ მომავალს დაიცავს!!!
გმირია!!! ცოცხალი გმირია ჩვენს წინ!!
მადლობა, რომ არსებობ უნიკალურო პიროვნებავ“. – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 7-8 მარტს გამართულ აქციებზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა ათობით ადამიანი. სამართალდამცველებმა კი 133 პირი დააკავეს, რომელთაგან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გუშინ გათავისუფლდა.