“ასე უნდა მოიქცე ყოველთვის, როდესაც უსამართლობას აწყდები”, – ამის შესახებ ნაპოლის მწვრთნელმა განაცხადა. ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერ პოსტზე ჰკითხეს, სადაც კვარაცხელიამ 8 მარტს დაწერა, რომ “საქართველოს ადგილი ევროპაშია”.
“ქუჩის პროტესტის ვირტუალურად შეერთების სურვილია. ასე უნდა მოიქცე ყოველთვის, როდესაც უსამართლობას აწყდები. საკუთარი მოსაზრების გამოსახატად, მან ეს ძალაუფლება გამოიყენა და ამ ფორმით ის ქართველ ხალხს გვერდით დაუდგა.
ვფიქრობთ, მისი პოზიცია მართებულია. ამიტომაც მას ტაში ამის გამო უფრო უნდა დავუკრათ ვიდრე გოლის გატანისთვის. ჩვენ გვყავს დიდებული ფეხბურთელი და კიდევ უფრო დიდებული ადამიანი მისი სახით”, – განაცხადა ნაპოლის მწვრთნელმა.
