თქვე დალოცვილებო, რა ჩააცივდით ამ საქართველოს? იომეთ, კაცო, ვინ დაგიშალათ, – ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დასავლეთს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, მშვიდობა შევინარჩუნეთ, სიმშვიდეა, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მივისწრაფვით ევროპისკენ, რატომ, რატომ უნდა იყოს დაძაბულობა და ომი.
„მეორე ფრონტთან დაკავშირებით განცხადებები ხომ არ შენელებულა, ხომ არ გამქრალა ეს განცხადებები. თქვე დალოცვილებო, რა ჩააცივდით ამ საქართველოს, რა გინდათ ამ ქვეყნიდან? რა გინდათ ამ ქვეყნიდან? ჩვენზე განვითარებულები ქვეყნები ხართ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკები გაქვთ, ჩვენზე მეტი ხალხი ცხოვრობს თქვენს ქვეყნებში. გამოდით, ეომეთ, კაცო.
იომეთ, ვინ დაგიშალათ? საქართველომ არ იომა? არ მიიღო თავისი წილი უბედურება? სამწუხაროდ და საუბედუროდ? ჩვენ ხომ გამოცდილი და გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი. რა გინდათ ამ ქვეყნიდან? მშვიდობა შევინარჩუნეთ, სიმშვიდეა, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მივისწრაფვით ევროპისკენ, რატომ, რატომ უნდა იყოს დაძაბულობა, ომი, რატომ უნდა იყოს გადაბუგული ქალაქები, ლტოლვილი მოსახლეობა. კიდევ ეს გვინდა ჩვენ? აი ეს არის რეალობა”, – აცხადებს კალაძე.