LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამდენ ადამიანს თუ უყვარდა არ მეგონა…თურქეთში გააგრძელებს მკურნალობას” – ანაკო ტურაშვილი

840
BeFunky-collage - 2023-03-21T224556.363

„ამდენ ადამიანს თუ უყვარდა არ მეგონა…თურქეთში გააგრძელებს მკურნალობას”, – აღნიშნულის შესახებ დათო ტურაშვილის შვილმა, ანაკო ტურაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა.

მისივე თქმით, დათო ტურაშვილმა ქართველ ექიმებთან ძალიან დიდი მადლობა დააბარა, რადგან მათ გადაარჩინეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ორი დღე გავიდა, საკმაოდ ანერვიულებული ვარ. ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა და ვერავის ვერ ჩავეწერე. მამასგან და ჩემგან მინდა ყველა ადამიანს დიდი მადლობა ვუთხრა. არაფერი არ მივა ხალხის იმ რაოდენობასთან, რამდენმაც ამ დღეების მანძილზე დამირეკა და მომწერა. ვიცოდი, რომ მამაჩემი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარდა, მაგრამ ამდენს თუ უყვარდა, მართლა არ მეგონა.

ყველას ძალიან დიდი მადლობა, უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენით. საქართველოს ყველა რეგიონიდან მომწერეს. ამერიკიდან და ევროპიდან. დათო გუშინ გამოწერეს კლინიკიდან, დღეს ღამე მიდის თურქეთში და გამოკვლევებს იქ გააგრძელებს. დათომ ძალიან დიდი მადლობა დამაბარა ქართველ ექიმებთან, რომლებმაც გადაარჩინეს”, – საუბრობს ანაკო ტურაშვილი.

ცნობისათვის, 19 მარტს გადაცემის „მე-17 სართული“ მსვლელობისას, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები“ დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა. გადაცემაში გამოსვლის შემდეგ დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

20 მარტს დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს.

„გულის შეტევას გადაურჩა“ – როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამავე თემაზე:

დათო ლიკლიკაძე: „აქ შეიძლება ჩვეულებრივად მოკლან ადამიანი. მოკლან აზრის გამოხატვისთვის… არ გამოხატვისთვისაც“ 

სოფო ჭყონია: ვინც ამ სიბინძურეს ემსახურებით, იმ რუსულ გემზე ადგილი რომ არ იქნება, სად აპირებთ ცხოვრებას? 

ხუხაშვილი: „ტურაშვილის ისტორიის შემდეგ „სატროლეთი“ ძალიან რბილი სახელია – „ტერარიუმი“ და მისი ბინადრები ზედგამოჭრილია“

„დათო ტურაშვილი არის ოქრო ადამიანი – ისტორიას დარჩება მისი სახელი, მტრები კი არავის ემახსოვრება“ – ლადო აფხაზავა 

„გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას – გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ“ – ლაშა ბუღაძე 

ნათია ფანჯიკიძე: ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

„სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” – გიორგი კეკელიძე

წილოსანი: „გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g