LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს სამუშაო ადგილი და ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ“ – ჯანდაცვის მინისტრი

131
Untitled design (1)

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში, საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, სამედიცინო პერსონალს ანაზღაურებაც უცვლელად შეუნარჩუნდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, მღელვარების საფუძველი არ გვაქვს 

„იმდენად მასშტაბური პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, იქ შეუძლებელია, რომ სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, თუნდაც ამბულატორიის ნაწილი დარჩეს და ფუნქციონირება გააგრძელოს.

ამიტომ, სამედიცინო პერსონალს გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში, იმავე პოზიციებზე, იგივე შემოსავლით და თუ ამ პერიოდის განმავლობაში გადანაწილებას ვერ შევძლებთ, ვინც არ იქნება დასაქმებული, იმ პერიოდისთვის გავაგრძელებთ იმავე სახელფასო ანაზღაურების გადახდას.

რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას, მოგეხსენებათ, რომ ნაწილის დემონტაჟია აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს შენობა არის 70-იანი წლების დასაწყისში აშენებული. დავტოვებთ ამ შენობის მხოლოდ შედარებით ახალ ნაწილს, სადაც განთავსდება ექიმების ნაწილისა და ადმინისტრაციული პერსონალის კაბინეტები, ხოლო იმ დარჩენილი შენობის მიმდებარედ აშენდება ახალი კლინიკა, რომელიც იქნება იმ სტანდარტების და შესაბამისობის, რაც 2025 წლიდან ყველა კლინიკამ უნდა დააკმაყოფილოს.

შენობას ეტაპობრივად უტარდებოდა სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები, კოვიდის პერიოდშიც ჩატარდა სარემონტო სამუშაოები და იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია, ეს შენობა მუდმივი რემონტის რეჟიმში შევინარჩუნოთ და თან ხარისხისა და ინფექციის კონტროლის ის სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, რომელსაც სხვა კლინიკებს ვთხოვთ, ამის აუცილებლობა დადგა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აზარაშვილმა რეორგანიზაციის შესახებ, გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაზეც ისაუბრა:

„ეს ბრძანება სამედიცინო პერსონალს არ ეხება, ეს ეხება ადმინისტრაციის პერსონალს. ადმინისტრაციას და სამედიცინო პერსონალს კარგი იქნება თუ გავარჩევთ. ასევე, რეორგანიზაცია ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას. იმ წერილს კარგად თუ წაიკითხავთ, დეტალურად არის განმარტებული. ის არ გულისხმობს ადამიანების მასობრივად სამსახურიდან გათავისუფლებას.

შევხვდებით, მომდევნო კვირას იქნება დეტალური პრეზენტაცია, სადაც ყველაფერს გავაცნობთ. არაფერი ჩვენ დასამალი არ გვაქვს. ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს და აქ არაფერი დასამალი არ არის“, – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის აუცილებლობაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 15 თებერვალს ისაუბრა.

დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი ხელმძღვანელი პირების გადადგომას ითხოვენ.

აზარაშვილი: რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g