„ქართული ოცნების“ წევრები აკრიტიკებენ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე იყო მისული და მას სოლიდარობა გამოუცხადა.
მარიამ ლაშხი: „კრამონი ჩართული იყო ძალადობის, მოძალადეების მხარდამჭერ აქციებში.. ყოვლად მიუღებელია“
წარმოუდგენელია, ქვეყნისთვის კარგი სურდეს და ანარქისტულ განცხადებებს აკეთებდეს – წილოსანი კრამონზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ფონ კრამონს „ამ ტონალობაში საუბარი შეეშალა და იმედია ბოდიშს მოიხდის“.
„ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ მიტინგებზე, ასეთი მოუწყოს თავის ქვეყანაში, „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლონ და აბა, მხარდაჭერას ვუცხადებო.. ამას ჰგონია, რომ აქ იმაში მოხვდა..
ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის, კულტურის, ტრადიციების, აკადემიური საზოგადოებით და ამ ტონალობაში საუბარი ძალიან შეეშალა ქალბატონ კრამონს, იმედია ამას გაიაზრებს და ბოდიშს მოიხდის“, – განაცხადა ზარქუამ.
მანვე აღნიშნა, რომ მისთვის „კრამონი, კუბილიუსი და კიდევ რამდენიმე არასდროს ყოფილან პოლიტიკოსები და ისინი არიან ჩვეულებრივი ფასიანი ლობისტები“.
„ამ ქალბატონმა იკადრა, გამოვიდა და თქვა, სადაც „მოლოტოვის კოქტეილს“ ისვრიან, მათ მხარდაჭერა აღუთქვა. ეს გააკეთოს თავის ქვეყანაში, „მოლოტოვის კოქტეილი“ თავის ქვეყანაში ესროლონ ახალგაზრდებმა პოლიციელებს და შემდეგ გამოვიდეს და მხარი დაუჭიროს, აბა რას უზამენ მერე და დაჯდება თუ არა ევროპარლამენტში, მაგრამ აქ მოსულა, საქართველოა და მოსულა?!
კეთილი ინებოს პატივი სცეს ამ ქვეყნის ავტორიტეტს, კულტურას, სუვერენიტეტს, ხალხს და სამართლებრივ სახელმწიფოს,”- განაცხადა ზარქუამ.
ამავე თემზე:
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა
„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს