ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამერიკული მეგაპროექტის ტოპ 24 მონაწილეს შორისაა, „რუსთავი2“-ის ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობს, რამდენად რთული იყო ნუცა ბუზალაძისთვის „დუეტების ტური“, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ვიდეო: „ყველა ნეგატივს უკან ვტოვებ“ – ნუცა ბუზალაძის ვიდეო „ამერიკის ვარსკვლავის“ კულისებიდან
„რა თქმა უნდა, ძალიან რთული, ემოციური გამოცდილება მივიღე… მე ასეთი ცხოვრებაში არ მქონია არასდროს იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვარჩევდით მეწყვილეს… ჩემი მეწყვილე კარინა სულ იცინოდა, ძალიან პოზიტიური იყო თუმცა, რადიკალურად შეიცვალა და ვერ ვახერხებდი იმას, რომ გაეღიმა… ყველაფერი ვეცადე… მე ვიცოდი, ცუდად, რომ მეპასუხა ამ ადამიანისთვის საერთოდ აღარ გამოვიდოდი სცენაზე ალბათ, ვარჩიე გაჩუმება, რადგან მსურს პროექტში მონაწილეობის მიღება, სიმღერა…
„თქვენი იმედი მაქვს“ – ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს მიმართავს
იქ ისეთი უხერხული სიტუაცია იყო ეს რომ თქვა, ყველამ უხერხულად იგრძნო თავი. კამერებს ყველაფერი ისედაც ჰქონდათ გადაღებული, რა, როგორ ხდებოდა, ამიტომ აჩვენეს შემდეგ, რომ ჩვენ დილის 5 საათამდე რეპეტიციას გავდიოდით.
მგონია, რომ როდესაც ცუდ ეტაპს გადიხარ ცხოვრებაში, შემდეგ რაღაც ძალიან კარგი უნდა მოხდეს და ამან პირიქით, უფრო გამაძლიერა“,- აცხადებს ნუცა ბუზალაძე.
?❤️ რამდენად რთული იყო ნუცა ბუზალაძისთვის “დუეტების ტური”
?❤️ რამდენად რთული იყო ნუცა ბუზალაძისთვის “დუეტების ტური”, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია?
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on Thursday, 13 April 2023