მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ასობით მონაწილიდან ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის ტოპ 24 მონაწილეს შორის მოხვდა, მორიგ ფოტოსესიას გვიზიარებს.
„არ ვპოზიორობ“, წერს ნუცა და მხარდამჭერებს მისთვის ხმის მიცემის პროცედურას კიდევ ერთხელ ახსენებს.
„ორშაბათს დაიწყება @americanidol -ის მიმდინარე სეზონზე ხმის მიცემა! თუ გსურთ, რომ მოვხვდე ტოპ 20 კონკურსანტს შორის თითო ადამიანმა 30 ხმა უნდა მომცეთ!
ამისთვის არსებობს 3️⃣ გზა:
? მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote,
?მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol app
?მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ჩემს ნომერზე რომელიც ორშაბათს გვეცოდინება და დავწერ!
მართლა თქვენი იმედი მაქვს?✨♥️“. – წერს ნუცა ბუზალაძე.
შეგახსენებთ, ქართველი მომღერალი ერთადერთი უცხოელია ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ პროექტში, სადაც მუსიკალურ ტალანტებს ირჩევენ.
„რთული გზა გავიარე აქამდე…“ – ნუცა ბუზალაძე მორიგი წარმატების შემდეგ გულშემატკივარს მიმართავს
ვიდეო: „ყველაფერს შენთვის ვაკეთებ“ – ნუცა ბუზალაძემ დედას ABC-ის პირდაპირი ეთერიდან ქართულად მიმართა