LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსკა ქარქაშაძე რჩეულმა ხელის თხოვნისას დააბნია: „ძალიან ემოციური წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში…“

439
რუსკა ქარქაშაძე

რუსკა ქარქაშაძე თავის რჩეულზე რომში დაინიშნა.

მიღებული ემოციების შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ უამბობს:

„ყველაფერი თავისთავად მოხდა. წინასწარი ფიქრისა და მოლოდინების გარეშე გახდა ეს ადამიანი მთელი ჩემი ცხოვრება. ამ სიყვარულმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ბევრ რამეს შევხედე სხვანაირი თვალით. რაც ადრე მნიშვნელოვანი იყო, ახლა უმნიშვნელო გახდა და პირიქით…

თვითონ ურთიერთობა ისეთ ეტაპზე იყო, ადრე თუ გვიან ამ ნაბიჯამდე მივიდოდით, მაგრამ ეს რომ მოგზაურობისას იტალიაში და თან, ჩემს დაბადების დღეზე მოხდებოდა, აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ასეთი დაბნეული არასდროს ვყოფილვარ, ვერც კი ვლაპარაკობდი. ძალიან ემოციური წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში…“

„ჩემი ცხოვრების სიყვარული“: რუსკა ქარქაშაძეს დაბადების დღეზე ხელი სთხოვეს – ემოციური კადრები იტალიიდან

ვიდეო: “ერთმანეთი საერთო სანაცნობოში გავიცანით” – რუსკა ქარქაშაძე პირად ურთიერთობაზე

ფოტო: როგორ ატარებს შეყვარებულთან ერთად დროს რუსკა ქარქაშაძე – “სილამაზე…დედოფალი”

ფოტო: “როგორ უხდებით ერთმანეთს” – რუსკა ქარქაშაძე შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g