ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ქველმოქმედებაზე წერს, რომლის შედეგსაც ფეისბუქში გვიზიარებს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის.
„ნანა ბებო იცხოვრებს კერძო პანსიონში! ჩემი ან მისი სიცოცხლის ბოლომდე, აღარასოდეს იქნება მარტო და არასოდეს არაფერი არ მოაკლდება რასაც ინატრებს.
მადლობა თქვენ ყველას ადამიანებზე ზრუნვისთვის, თბილი გულისთვის, თქვენით ტრიალებს დედამიწა. ხელვაჩაურშიც სულ ცოტა ხანში დავამთავრებთ და დიდ და ბედნიერ ამბებს გეტყვით.
მოხუცების და ბავშვების სიყვარული, ადამიანობის მთავარი მანიშნებელია”, – წერს აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქში.
