LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგორიადისის ბაბუა: „მინდა გირაოთი მაინც გაათავისუფლონ, მაგრამ ობიექტურობის იმედი არ მაქვს – არ ვიცი, რო­გორ აქვთ ზე­მო­დან და­ვა­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი“

157
ლაზარეს ბაბუა

ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე და­კა­ვე­ბუ­ლი ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის ბა­ბუის განცხადებით, სა­სა­მარ­თლოს ობი­ექ­ტუ­რო­ბის მო­ლო­დი­ნი არ აქვს.

რო­გორც სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გია კა­ლან­და­ძემ აღ­ნიშ­ნა, დღეს მისი ბრალ­დე­ბუ­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სი­ტყვით ისარ­გებ­ლებს.

გრიგორიადისის ბაბუას სურს, რომ ლაზარეს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

„მო­ლო­დი­ნის მხრივ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, გულ­ით მინ­და, რომ ლა­ზა­რე დღეს გი­რა­ო­თი მა­ინც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ, მაგ­რამ თვი­თონ სა­სა­მარ­თლო, რას იტყვის, ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, იმი­ტომ, რომ არ ვიცი, რო­გორ აქვთ ზე­მო­დან და­ვა­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. არ მაქვს ობი­ექ­ტუ­რო­ბის იმე­დი“, – გა­ნა­ცხა­და გია კა­ლან­და­ძემ.

დასმულ კითხვაზე კი, აქვს თუ არა ნანახი კად­რები, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, ბრალ­დე­ბუ­ლის ბა­ბუამ უპასუხა, გარ­კვე­უ­ლი კად­რე­ბი ნა­ნა­ხი აქვს და იზი­ა­რებს ად­ვო­კა­ტის მო­საზ­რე­ბას იმის თაობაზე, რომ ვინც ვი­დეო კად­რებ­ში ჩანს, შე­საძ­ლოა,  ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი არ იყოს:

„დარწმუნებული ვარ, ლაზარეს დაკავება გახდა ჯაჭვის უმთავრესი რგოლი, რომელმაც მოსამართლეების სანქცირება გამოიწვია, მამი, მალე თავისუფალი იქნები“ - ლაზარე გრიგორიადისის მამა

„ცოტაც გაუძელი.. რატომღაც მგონია, აწი შეგეშინდებათ მოსამართლეებს, რომ მიკერძოებული მოსამართლეები იყოთ,“ - წერს ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში.

„არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ასე იყოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ასე იქ­ნე­ბა.“ – გა­ნა­ცხა­და ბრალდებულის ბაბუამ.

ცნობისთვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ლა­ზა­რე გრი­გო­რი­დი­სის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი დღეს გაიმართება. სხდო­მის პარალელურად სასამართლოს ეზოში ბრალ­დე­ბუ­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ლაზარე გრიგორიადისი 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, 29 მარტს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g