LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Huawei-მ სმარტფონების ბაზარზე გაყიდვების რეკორდი მოხსნა

50

თანამედროვე მსოფლიოს სმართფონების ბაზარზე, ამ ეტაპზე Huawei ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ინდუსტრიაში არსებულ ევოლუციურ პროცესებს, მათ მიერ განვლილი გზით ნამდვილად არ ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად კომპანიის ძირითად ორიენტირს დაბალბიუჯეტიანი სმართფონები წარმოადგენდა, დღეს-დღეობით კომპანია სხვა მახასიათებლებზე კონცენტრირდა და თანამშრომლობა დაიწყო ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა მაგალითად: Google ან Leica.

ამჟამინდელი მონაცემებით, კომპანიამ ბოლო 6 კვირის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით 2.6 მილიონი სმარტფონი გაყიდა, რაც წინა წლის 6 კვირიან მონაცემებზე 130%-ით მეტია.

წინა კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ P9-სა და P9 Plus-ის წინასწარი შეკვეთების რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა, რითაც Huawei მსოფლიო სმართფონების ბაზრის 8.5%-ის მფლობელი გახდა.

 

’’კოპანია Huawei-ს ახალი ორიენტირი გააკეთა და ყურადღება პრემიუმ-მოწყობილობებზეც გადაიტანა, რომელიც ორიენტირებული იქნება დახვეწილ დიზაინზე და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე. ჰაი-ტეკის მოწყობილობებს დღეს მსოფლიოში გაცილებით მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე ოდესმე ჰყოლია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ მათთვის მიგვეცა მეტი სიახლე, მეტი შანსი, მეტი შეთავაზება, რასაც Huawei წარმატებით უმკლავდება. P9 და P9 Plus-ი მონაცემებით თუ მატერიალით, ნამდვილად ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოერგება’’ – აღნიშნავს Richard Yu, Huawei-ს გენერალური დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები