რუსეთმა ჩათვალა, რომ იმპერიაში საქართველოს რეინტეგრაციისთვის საფუძველი საკმარისად არის მომზადებული და მიიღო შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილება, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა
როგორც გია ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუკ პოსტში აღნიშნავს, რუსეთისთვის უკრაინაში წაგებული ომის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რბილი ძალით პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მის ორბიტაზე დაბრუნების წარმატებული მაგალითის დემონსტრირება.
„როგორ იკითხება პოლიტიკის ენაზე რუსეთის გადაწყვეტილება? რუსეთმა ჩათვალა, რომ იმპერიაში საქართველოს რეინტეგრაციისთვის საფუძველი საკმარისად არის მომზადებული და მიიღო შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილება.
რუსეთისთვის უკრაინაში წაგებული ომის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რბილი ძალით პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მის ორბიტაზე დაბრუნების წარმატებული მაგალითის დემონსტრირება“, – წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, ვლადიმირ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.