მომღერლის სოფო ნიჟარაძის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვრცელდება მიმართვა, რომელშიც სოფო ნიჟარაძე მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მისი სახელით გავრცელებული ვიდეო გათამაშება ყალბია.
მომღერალი მოუწოდებს ყველას, არ ჩაერთონ არანაირ გათამაშებაში, რაც თითქოს მისი სახელით ვრცელდება.
„ჩემი სახელით ვრცელდება ყალბი ვიდეო გათამაშება, რომელიც პრიზს აწესებს გამარჯვებულისთვის! ეს არ ხდება პირველად!!!!!!! გთხოვთ, დაარეპორტეთ თუ ასეთი გვერდი შეგხვდათ!
არ ჩაერთოთ არანაირ გათამაშებაში!
❗️❗️❗️❗️ჩემი სახელით ვრცელდება ყალბი ვიდეო გათამაშება, რომელიც პრიზს აწესებს გამარჯვებულისთვის! ეს არ ხდება…
Posted by Sofia Nizharadze on Thursday, 25 May 2023
ჩემი გვერდის შემოწმება შეიძლება ვერიფიკაციის ნიშნით!!!!“, – ნათქვამია მომღერლის განცხადებაში.
