სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მანამდე უკვე ვღიღინებდი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის მუსიკალური გადაცემა „რანინას” ნამდვილმა ვარსკვლავმა ნიკოლოზ ხარატმა გადაცემაში „პრაიმშოუ” განაცხადა.
„საერთოდ მე ბავშვობიდან ვმღეროდი, სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მანამდე უკვე ვღიღინებდი…
ოჯახის წევრები ვერ იგებდნენ, მაგრამ მე ვიცოდი, რასაც ვღიღინებდი. როდესაც 3 წლის ასაკში დავიწყე ლაპარაკი, შევედი ჩემს მასწავლებელთან და დაიწყო ეს კარიერა”, – საუბრობს ნიკოლოზ ხარატი.
ვიდეო: ნიკოლოზ ხარატი ნატო გელაშვილის „თეთრ კლავიშებს“ ჯადოსნურად ასრულებს