LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკო ნიკოლაძის კარმული ვალი აქვს სალომე ზურაბიშვილს.. მას თავისი ცხოვრების მთავარი ამოცანის აღსრულებაში და გზიდან არ აცდენაში უნდა დაეხმაროს ყველა“ – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

244
Untitled design (1)

31 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

პრეზიდენტი: ოკუპაციის შემდეგ, დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, რათა მენახა თავისუფალი საქართველო.. ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა: „სუფთა ჰაერის მსგავსია, ბოლოს და ბოლოს მოუსმინო ქართველ მაღალჩინოსანს, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას წარმოადგენს“.

სალომე ზურაბიშვილი: ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ 

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას და კრამონის შეფასებას ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:

„ნიკო ნიკოლაძის კარმული ვალი აქვს სალომე ზურაბიშვილს. ვალი უნდა გადაიხადოს, თორემ მსოფლიოს ყველა რელიგიის ენაზე და ამავდროულად და აწ უკვე ძველქართულად რომ ვთქვა – დაერხევა ცაშიც და მიწაზეც.

მას თავისი ცხოვრების მთავარი ამოცანის აღსრულებაში და გზიდან არ აცდენაში უნდა დაეხმაროს ყველა.

საერთოდაც ვფიქრობ, ამ მოკლე ხანში, ქვეყნის მიზნისკენ სავალ გზაზე (ჰაივეია თან, სისწრაფის დაგდება არ შეიძლება) უფრო მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა ვერ აღმოცენდება, ვინც ისტორიული მომენტის კარიბჭესთან დგას, აღჭურვილი თანაც – უმაღლესი ტრიბუნა, კონტაქტები და თანამდებობრივი პოზიცია.

ხოდა, ახლა თუ ოპოზიციისთვისაც ნამდვილად მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, მის გარშემო უნდა მოგროვდნენ და ეს გოლი გაიტანოს ყველამ ერთად.

„დაივიწყეთ პირადი წყენები“ რომ აკერიათ ნაცებს პირზე და „პირად წყენებს“ ეძახიან უმძიმესი შედეგებით დასრულებულ კრიმინალსაც და სისტემურ დანაშაულსაც, სცადონ ახლა და დაივიწყონ პირადი წყენები ამ ერთხელ და იმუშაონ ქვეყნის სინათლეში გასაყვანად. ისმინე კრამონის მესიჯი სწავლის მძებნელო.

„კაი ხალხი ხართ და მთავრობის ჩარევის გარეშე გაჩუქებთ სტატუსს“ – ეს რომ ასე არ ხდება, კი იცით მშვენივრად, ხოდა, რაც მშვენივრად იცით, მშვენივრადვე აღასრულეთ – ბოლოს და ბოლოს, ძლივს, მთავრობაში დასაყრდენი არსებობს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

როგორ აფასებენ ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, ვრცლად წაიკითხავთ აქ:

დავით უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ბეწვის ხიდზე იარა, მაგრამ მოახერხა და ტაში დაიმსახურა 

მანჯგალაძე: ვუშვებ, რომ ივანიშვილი ევროპას ზურაბიშვილის პირით ელაპარაკება, პუტინს კი კობახიძე-ღარიბაშვილის 

რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილს სწორი აქცენტები ჰქონდა, ეს მისასალმებელია, თუმცა უკმაყოფილების გრძნობა რჩება, მას შეეძლო, დღეს პირდაპირ შეეწყალებინა ნიკა გვარამია 

მამუკა მდინარაძე: ხალხის რეაქციამ პრეზიდენტის შერბილებული ტონი უზრუნველყო – უნდა ვთხოვოთ, რაკი შეუძლია შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს, საქართველოშიც იგივე გააკეთოს 

„პრეზიდენტის გამოსვლა ერთი ადგილის ტკეპნა იყო, არაფერი ახალი, არანაირი მოქმედება” – თაკო ჩარკვიანი 

„არაადეკვატურად ჩანს“, „ფეხების ბაკუნს ჰგავს“ – „ხალხის ძალის“ წევრი პრეზიდენტის გამოსვლაზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები