LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: ვუშვებ, რომ ივანიშვილი ევროპას ზურაბიშვილის პირით ელაპარაკება, პუტინს კი კობახიძე-ღარიბაშვილის

122
პაატა მანჯგალაძე და სალომე ზურაბიშვილი

„დაშვების დონეზე ვფიქრობ, ხომ არ არის ივანიშვილთან შეთანხმებული სინქრონიზებული მოქმედება – ევროპას ივანიშვილი ელაპარაკება ზურაბიშვილის პირით, პუტინს კი კობახიძე-ღარიბაშვილის პირით“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე: ხალხის რეაქციამ პრეზიდენტის შერბილებული ტონი უზრუნველყო – უნდა ვთხოვოთ, რაკი შეუძლია შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს, საქართველოშიც იგივე გააკეთოს

აღნიშნულით მანჯგალაძე , ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ პრეზიდენტი „ნახევარ სიმართლეს“ ლაპარაკობს და ივანიშვილს არასდროს უპირისპირდება:

პრეზიდენტი: ოკუპაციის შემდეგ, დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, რათა მენახა თავისუფალი საქართველო.. ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია

„დიდი მოლოდინი არ მქონია. სიმართლე გითხრათ, სალომე ზურაბიშვილი მიეჩვია „ნახევარ სიმართლით“ ლაპარაკს. ვიღაცებს ეს მოსწონთ და უკრავენ ტაშს, მე არ მომწონს, როცა პრეზიდენტი „ნახევარ სიმართლეს“ საუბრობს.

როცა ამბობს, რომ ევროპულ კურსს ხელისუფლება უქმნის საფრთხეს, ხელისუფლება არ არის ღარიბაშვილი და კობახიძე, ევროპელები არ ტყუვდებიან, ძალიან კარგად იციან, რომ არაფორმალური მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი.

ეს ხომ ტყუილია, როცა ღარიბაშვილს და კობახიძეს აბრალებ ევროპული კურსის დივერსიას, ეს ივანიშვილს უნდა ასე და მის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს ივანიშვილის ხელზე მოსამსახურე ღარიბაშვილი და კობახიძე.

როცა ზურაბიშვილი საუბრობს მუქარაზე, კობახიძე გაბედავს ივანიშვილის გარეშე პრეზიდენტზე ზეწოლას?! საუბრობდა ევროპულ დემოკრატიაზე, მაგრამ სიტყვის თავისუფლებაზეც დგას ევროპული დემოკრატია და გვარამია რომ ივანიშვილის პირადი ტყვეა?

კობახიძემ გააფრთხილა წითელი ხაზი არ გადაკვეთოო, რაც მათთვის ივანიშვილია და არა საქართველოს ეროვნული ინტერესი და მე ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილს უპირისპირდება რაიმე ფორმით ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი: ვისაც ჰგონია, ან ეგონა, რომ ბრიუსელში ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. ჯერ არ მიცნობენ და ჯობია გამიცნონ

უფრო მეტიც, დაშვების დონეზე ვფიქრობ იმასაც, ეს ხომ არ არის ივანიშვილთან შეთანხმებული სინქრონიზებული მოქმედება, რომ ევროპას ელაპარაკება ივანიშვილი ზურაბიშვილის პირით, პუტინს კი კობახიძე-ღარიბაშვილის პირით, თითქოს ევროპა უნდა მოდუნდეს და დავიჯეროთ, რომ საქართველოში დემოკრატიაა, პრეზიდენტი ევროპელია, მერე რა თუ ღარიბაშვილი რუსია.

დავით უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ბეწვის ხიდზე იარა, მაგრამ მოახერხა და ტაში დაიმსახურა

როცა ამას ვამბობ, კი არ მიხარია, მაგრამ ღარიბაშვილის გლობალურ სამიტზე გამოსვლამ გამიჩინა განცდა, რომ ფილიპე მახარაძე გაცოცხლდა და წარდგა მოხსენებით.

უფრო მეტიც, ვფიქრობდი პუტინს ამ სამიტებზე რომ არ უშვებენ, ღარიბაშვილი დანიშნა პირად წარმომადგენლად და საუბრობდა მისი პირით. როგორ შეიძლება თქვა, უკრაინა NATO-ში რომ მიდიოდა, იმიტომ დაესხა რუსეთი თავსო?!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება, გამხდარიყო NATO-ს წევრი – ჩვენ ვხედავთ შედეგებს“ – პრემიერი კითხვაზე, რატომ დაიწყო რუსეთმა ომი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები