LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტის ახალი შეყვარებული მცველთან ვნებიანი კოცნის დროს გამოიჭირეს

440
page

გასულ თვეს, ტეილორ სვიფტისა ჯგუფ The 1975-ის ვოკალისტის, მომღერალ მეთი ჰილის რომანი დადასტურდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოება გააოცა.

მეთი და მისი ჯგუფი 1975 NorthSide-ის ფესტივალზე გამოვიდა. პერფორმანსის დროს მეთიმ სცენასთან დაცვის წევრი დაინახა, მასთან მივიდა, ჩაეხუტა და ვნებიანად აკოცა, როგორც ჩანს, მცველს სრულებითაც არ გაჰკვირვებია მომღერლის ქმედება.

„აქ რა ხდება?“, „უკვე არაფერი გვაოცებს“, „მცველმა ტეილორს შეყვარებული წაართვა“, „ველით სვიფტის რეაქციას“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, მედია აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ ტეილორმა მეთთან რომანი ჯერ კიდე  მაშინ გააბა, როცა ტეილორი ჯო ელვინს ხვდებოდა.

დადასტურდა – ტეილორ სვიფტი და მეთიუ ჰილი ერთად არიან – წყვილის პირველი საჯარო გამოჩენა

„ჰოლივუდური ტაციაობა“ – ტეილორ სვიფტის ახალი შეყვარებული ჯიჯი ჰადიდისთან ერთად გადაიღეს


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები