როტერდამში ნაგავთან ბრძოლის სწრაფი რეაგირების ჯგუფი ამუშავდა. სიახლის მიზანი ადგილობრივების გამოძახებაზე რეალურ რეჟიმში რეაგირებაა,წერს The Mayor.
ჯგუფი ქალაქის გარშემო გადაადგილდება და უადგილო ადგილას დაყრილ ნაგავს მოაგროვებს. გარდა ამისა, მცხოვრებლები მათ გამოძახებას სპეციალური აპლიკაციითაც შეძლებენ.
როტერდამში გადაადგილებისთვის ჯგუფი მცირე ზომის ელექტრომობილებს გამოიყენებს. ასეთი ტრანსპორტის დამსახურებით ისინი საცობში ნაკლებად მოხვდებიან და დანიშნულების ადგილამდე დროულად მივლენ.
ბევრი ევროპული ქვეყანა ცდილობს, რომ ქუჩებში ნაგვის რაოდენობა შეამციროს. მაგალითად, ბელგიელები ნაგვის სწორად დახარისხებისთვის სპეციალურ ვაუჩერებს მიიღებენ და მათი საშუალებით კომუნალურებს გადაიხდიან, ანდაც მუზეუმში წავლენ უფასოდ.