LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს, ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე“

165
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმე სისხლის სამართლის საქმეა, რომელზედაც გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და ეს საკითხი პოლიტიკურ კომენტარს არ საჭიროებს.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტის კითხვისთვის, ხდება თუ არა სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა, რომ მან არ შეიწყალოს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი.

კობახიძე: „თუ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, გამოდის, რასაც გვარამია ეძახდა, სწორი ყოფილა“

ხაბეიშვილი პრეზიდენტზე: „საუბრობს, მაგრამ არ მოქმედებს, თუ მოქმედება უნდა, შეუძლია მესამე პრეზიდენტი და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს“

„გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს, ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, რომელზედაც თავისი აზრი და შეფასება, გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოების მიერ, შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა ეს და მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე.

ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში. მაგრამ, მგონი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ, ისევე როგორც კეზერაშვილმა, მაგრამ აქ უფრო პატარა მასშტაბებია შედარებით, 6 მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია რუსთავი 2“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„დაივიწყეთ ურთიერთწყენები და ურთიერთპრეტენზიები!…შეეშვით წარსულს და მუდმივად უკან ნუ იხედებით” – ნიკა გვარამიას წერილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g