„კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება თუ დადებითი, ამას მოსახლეობისთვის მნიშვნელობა იმ მხრივ არ ექნება, რომ მთავარია, დავინახოთ, საქართველო, ხელისუფლება თავის მიდგომებში პატიოსანი იყოს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ მმართველი გუნდი, ევრო რეკომენდაციებს კეთილსინდისიერად ახორციელებს.
როგორც პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლება თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს, შრომას წევს და ამას მოსახლეობა დაინახავს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის გარკვეული სქემები უცხოეთიდან ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების დაფინანსების.
მმართველი გუნდის თავმჯდომარის განცხადებით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას წარმოადგენს.
კობახიძე: ენმ, „ლელო“, „გირჩი“, გახარია, ვაშაძე – ყველანი არიან გლობალური ომის პარტიის საცოდავი აგენტები, გახარიამ იმდენი უბედურება გააკეთა დავალებებით
მისივე სიტყვებით, დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ყველა დონორი ორგანიზაცია, ვინც ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციის შემოტანით არის დაკავებული, ამ განზრახვაზე ხელი აიღოს.
„თუ გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, როგორც შარშან იყო უსამართლო, ესეც იქნება არამხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ უკვე ეცოდინება ევროკავშირს, რომ ამით საქართველოში, რადიკალიზმს იარაღს აძლევს.
ვხედავთ, რომ ჯგუფებს ამზადებენ, ხდება პროვოკაციების ტესტირება. „მოლოტოვის კოქტეილებიც“ ამის შემადგენელი ნაწილია, ასევე, ის სემინარებიც, სადაც იარაღს ატრიალებენ და რევოლუციაზე საუბრობენ, ამის შემადგენელია. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შარლ მიშელი: სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს
