LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხაიძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ციხეში დაბრუნდეს

269
ფორტუნა - 2023-06-22T122425.909

„ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში დაბრუნდეს. ამის შესახებ ზურაბ ჩხაიძემ „პირველებთან“ ისაუბრა.

„ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესებას არ ველი – ამდენი მატყუარა, ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანები თუ არსებობდნენ, არ მეგონა“ – ნინო ნადირაძე

„ახლა სტაციონარში რახან იმყოფება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა შეესაბამება იმას, რომ უნდა იმყოფებოდეს სტაციონარის პირობებში მკურნალობაზე. პაციენტი როცა გამოჯანმრთელდება, ორი ვარიანტი აქვს, თუ ის არის სამოქალაქო პირი, ბრუნდება საკუთარ ოჯახში, თუ ის არის პენიტენციური დაწესებულება, გაუმჯობესების შემდეგ ბრუნდება დაწესებულებაში საიდანაც იქნა მოყვანილი.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ციხეში დაბრუნდეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტერიუმები მიუთითებს, იმაზე, რომ ის უნდა იმყოფებოდეს სტაციონარის პირობებში. რა თქმა უნდა, კარგად მყოფი ადამიანი კლინიკაში არ წევს“, – განუცხადა „პირველებს“ ზურაბ ჩხაიძე.

ღარიბაშვილი: „ვნახეთ, რომ სააკაშვილი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, რაც დაგვიდგა, იყო მარტივი სპექტაკლი, შოუ, მასკარადი, თეატრი და ცირკი“

ყოფილი მოსამართლე: სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაყვანისას არაადამიანურად ეპყრობოდნენ – ამ ეპიზოდზე ცალკე საქმის აღძვრა შეიძლებოდა

„ორი წელი ქვეყნის პოლიტიკა გააჩერა თავის კუჭის წვენზე სალაპარაკოდ და ჯანმრთელობაზე ნუ შემეკითხებითო“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„მინდა გავიგო თქვენი აზრები, დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს“ – მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g