კომპანია Toyota-მ ავტომობილების შექმნის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო. ტექნოლოგია ტექსტურ მოთხოვნებს იღებს და მათზე დაყრდნობით ქმნის გამოსახულებას, რომლის დაქორექტირებაცაა შესაძლებელი. ეს ნიმუშები დიზაინერებისთვის ბაზად იქცევა და მუშაობის პროცესს დააჩქარებს. უფრო რთულ დავალებებთან მანქანის ტვინს არ მიუშვებენ.
ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა ძალიან კომფორტული იქნება, სპეციალისტები შეძლებენ ისეთი მოთხოვნების დასახელებას მაგალითად როგორიცაა „თანამედროვე“, „ყველგანმავლის მსგავსი“, „სწორხაზოვანი“. ხელოვნური ინტელექტი გაითვალისწინებს გაბარიტულ მახასიათებლებს, სალონის ტევადობას, აეროდინამიკის ოპტიმიზაციას და ერთდროულად რამდენიმე შედეგს შექმნის.