მომღერალი სოფო ნიჟარაძე ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა.
„კონცერტზე ვიყავი და ტელეფონზე ყველა მირეკავდა, მწერდნენ, სასწრაფოდ აიღე ნიკა გამოუშვესო. ბოლოს ყველანი გამოვვარდით და მოვედით აქ. ერთი სული გვაქვს, როდის ვნახავთ ჩვენს მეგობარს. სამართლიანი გადაწყვეტილებაა. მოლოდინი გვქონდა და გაამართლა. სამართლიანობამ აღდგენა დაიწყო”, – საუბრობს სოფო ნიჟარაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
ვიდეო: „გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი…სალომე ზურაბიშვილს ბოდიშს ვუხდი” – ნიკა გვარამია თავისუფალია
„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას
ერთი სული გვაქვს, როდის ვნახავთ ჩვენს მეგობარს — სოფო ნიჟარაძე
„ყველა მირეკავდა, ნიკა გამოუშვესო! — ერთი სული გვაქვს, როდის ვნახავთ ჩვენს მეგობარს,“ — სოფო ნიჟარაძე
Posted by Formula • ფორმულა on Thursday, 22 June 2023
