LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე.. შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა

197
Untitled design (1)

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტზე ზეწოლა იყო.

„ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს“ – სალომე ზურაბიშვილის კომენტარი გვარამიას შეწყალებაზე

ვიდეო: „გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი…სალომე ზურაბიშვილს ბოდიშს ვუხდი” – ნიკა გვარამია თავისუფალია

ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, რომ იმედი ჰქონდა პრეზიდენტი კანონის უზენაესობისა და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს დადგებოდა.

მისივე თქმით, „შემთხვევითი არ არის, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა“.

„ეს გადაწყვეტილება მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე“ – გია ვოლსკი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

„ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე ამ შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს ჩანდა. იყო ღიაც და არა ღიაც ეს ზეწოლა პრეზიდენტის მიმართ. იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ერთი რამ არის მთავარი, ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა, რომ შეიცვალა, ვინაიდან გადაწყვეტილება, განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული.

რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, ვინაიდან თავად მსჯავრდადებული არ ითხოვდა შეწყალებას და რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მოტივი იყო დეპოლარიზაცია. ვნახოთ, რაც არის გადაწყვეტილება, მივიღოთ ასე, დრო ყველაფერს განსჯის. რაც შეეხება დეპოლარიზაციის მიზეზად მოტანას, გვესმის ჩვენ, მათ შორის, როდესაც ზეწოლა იყო პრეზიდენტზე, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იყო ღიად ყოველ შემთხვევაში საუბარი, თითქოს ეს იყო მოტივი ან მიზანი და ახლაც გვესმის ზოგიერთი კოლეგის მხრიდან ასეთი შეფასება. ასე ვთქვათ, დეპოლარიზაცია რომ ყოფილიყო, ჩვენ ვნახეთ თავის დროზე, იქნებოდა ეს გიგი უგულავას შეწყალება, თუ სხვა ასეთი შეწყალებები, მაშინაც იყო საუბარი, რომ ეს დეპოლარიზაციის გამო ხდებოდა და რამდენად უფრო გაუარესებული პოლარიზაცია მოგვიტანა, ესეც დავინახეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს, რომ „ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია“, პაპუაშვილის თქმით „ამით ბურთს აგდებენ ოპოზიციის მხარეს“.

„არსებითი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ“ – შარლ მიშელი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ

„ვნახოთ, თუ მოახდენენ ისინი საკუთარი რადიკალური დღის წესრიგის შეცვლას. ჩანს, რომ პასუხისმგებლობასაც იღებენ თავის თავზე ჩვენი პარტნიორები. ამიტომ, თუკი ეს მათი ხედვაა, ახლა დრო არის მგონი, რომ ვინაიდან ბურთი ახლა ოპოზიციის მხარეს არის, დაელაპარაკონ ოპოზიციას, რომ შეცვალონ პოლიტიკური დღის წესრიგი. ჩვენ სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, იმ წარსული გამოცდილებიდან, რომელიც წინა შეწყალებებს ჰქონდა, რომ არანაირი დეპოლარიზაცია ამას არ მოუტანია. ამიტომაც არის, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ვერცერთი მოტივი ამ გადაწყვეტილების ვერ დაასახელა, ვინაიდან რეალური მოტივები, მისი დასახელება მძიმე იქნებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე:

გივი მიქანაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო

„სალომე ზურაბიშვილს „ქოცისგან“ და „ნაცისგან“ განსხვავებით შეუძლია სახელმწიფო ინტერესის უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე პირადი ბოღმის – მივესალმები ჩვენს ბანაკში…“ – გია ხუხაშვილი

„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას

„მადლობა პრეზიდენტს – ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე“ – დავით არახამია

ახლა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების ჯერია – ლევან ბეჟაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g