მალე მანქანები 45 წამში შეიქმნება. საუბარია ავტომობილების მწარმოებელი კომპანია „ტესლას“ შესახებ. ის თავის ხედვას აფართოებს და ამჟამად ახალ კონცეფციაზე Giga Lab მუშაობს. ჩინეთში აგებული მაღაზია Shanghai Gigafactory-ის მსგავსი იქნება და „ტესლას“ ავტომობილების წარმოების პროცესს წარმოაჩენს.
ბრენდი ავტომობილების მოყვარულებს საშუალებას მისცემს, Tesla Model 3-ის დამზადების პროცესს უყურონ და მის შექმნაში ჩაერთონ. რობოტი მანქანას 45 წამში აწყობს სხვადასხვა პანელის ჩარჩოზე, რათა მომხმარებლებმა უკეთ აღიქვან, როგორ მზადდება პოპულარული ავტომობილი.