LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრემიერის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მანდატურის უფროსი მეკითხება, კოსტუმის შიგნით რა გაცვიათო“ – რას წერს ანა წითლიძე

982
Untitled design

პარლამენტიდან, სადაც პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე  სტატუსს აქვეყნებს:

პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

„პრემიერის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე – მანდატურის უფროსი სხდომათა დარბაზში მაჩერებს და მეკითხება:

– უკაცრავად ქალბატონო ანა, კოსტუმის შიგნით რა გაცვიათ?

მე კი მივხვდი, საეჭვო რომ ვარ ასეთ დროს და მაკვირდებიან, მაგრამ ასეთი კითხვა პირველად დამისვეს“, – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

 

პრემიერის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე – მანდატურის უფროსი სხდომათა დარბაზში მაჩერებს და მეკითხება:

– უკაცრავად…

Posted by Ana Tsitlidze on პარასკევი, 30 ივნისი, 2023

 

ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს.

გოცირიძე: პრემიერის 170-გვერდიანი ანგარიშიდან 169 გვერდი არის სიცრუე – მხოლოდ ერთი გვერდია სიმართლე, სადაც წერია, რომ საქართველო არის ქვეყანა ორ ზღვას შუა და კავკასიაში მდებარეობს 

ამ ფონზე,  პარლამენტის უკანა შესავლელთან სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის” წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენას.

„არა რუსულ მთავრობას“ – პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g