საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე საქართველო, უკრაინისგან განსხვავებით, „მშრალზე“ და ძალიან საშიშ ზონაში დარჩა.
ირაკლი კობახიძე: რა მოცემულობაც იყო ბუქარესტის სამიტის შემდეგ, პრაქტიკულად ის მოცემულობა დარჩა
როგორც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გუშინდელი დღის შემდეგ თითოეული ქართველი უფრო დაუცველია.
„გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს, არადა საქართველოს შეეძლო მიეღო ის რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატო-ში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა.საქართველოს უკრაინისგან განსხვავებით ყოველგვარი ომის გარეშე ბევრად შეეძლო უფრო დაცული და შემდგომი რუსული აგრესიისგან დაზღვეული ყოფილიყო.
„საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი - კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“ – პაპუაშვილი
„ამ წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება.“
საქართველომ არა მხოლოდ ვერაფერი მიიღო, არამედ გაჩნდა ჩანაწერი, რომ საჭიროა რეფორმებში პროგრესი, რაც დიპლომატიური ენიდან ითარგმნება ისე, რომ სიტუაცია არის მძიმე. ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში.
გუშინდელი დღის შემდეგ თითოეული ქართველი უფრო დაუცველია და თუ თვითონ ქართველებმა არ შეცვალეს ვითარება, ქვეყნის არსებობა საფრთხეშია“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.